კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოფისმარტის ახალ ონლაინ მაღაზიაში - ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, გთხოვთ ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ 0322040500

Terms and conditions

Terms and conditions

 

ABOUT OFFICEMART

OFFICEMART is an online store where you can buy everything for your office, warehouse, cafes and hotels.

OFFICEMART is staffed by very experienced and friendly employees. We are always ready to provide you with everything you and your business need, as quickly as possible and at the best price.

With over 3,000 products available for free same-day delivery and over 30,000 products for special delivery, OFFICEMART has everything you need for your business.

Comfort and economy, these will be the two reasons why you will remain a loyal user of OFFICEMART for a long time.

Equipment and accessories: ENERGIZER, GBS, KENSINGTON, REXEL, VERBATIM, VICTORINOX, WENGER, SONY, PANASONIC, SANDISCK, PHILIPS, MAXELL, DURACELL, CITIZEN...

Hygienic and cleaning products: CLINEX, FAIRY, PRONTO, DOMESTOS, CLIN, CIF, FINISH, GLADE, AIRWICK, VELVET...

Stationery and office supplies: POST-IT, SCOTCH, PENAC JAPAN, DIPLOMAT, DONAU, Q CONNECT, OFFICE PRODUCT, 3M, MOLESKIN, CEP, HAN, ICO...

Children's and school supplies: MONUMI, GIMBO, KEYROAD...

Disinfectants: ITSEPTIC, PRESTO...

Office catering: ADLER EUROPE, BAKAL...

წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს "რიდექს ჯორჯიას" (/ 404987804) (შემდგომში "ოფისმარტი" / "კომპანია") შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის ვებ-გვერდის გამოყენებასა და მომსახურების მიღებას. აღნიშნული ვებ-გვერდი, პროდუქცია და კომპანიის სხვა სერვისები, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც "მომსახურება".

გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.

ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიის მომსახურებით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის თანხმობის გარეშე.

კომპანიის წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით კომპანიის კონფინდენციალურობის პოლიტიკას.

ტერმინების განმარტება

  • პროდუქცია - ნებისმიერი გასაყიდი პროდუქტი, რომელიც განთავსებულია სვლის ვებ-გვერდზე.
  • საკომუნიკაციო არხ(ებ) - ნებისმიერი სოციალური ქსელი და აპლიკაცია, ელ. ფოსტა, სმს, სატელეფონო კომუნიკაცია და სხვა.
  • მომხმარებელი - ნებისმიერი ვებ-გვერდის მომხმარებელი საიტზე შემოსვლის მომენტიდან.

ოფისმარტის ვალდებულებები და უფლებამოსილება

  • ოფისმარტი ვალდებულია უზრუნველყოს ვებ-გვერდზე დადებული და სოციალურ ქსელებში განთავსებული ინფორმაციის სისწორე.
  • ოფისმარტი ვალდებულია, შეინახოს და კანონით გათვალისწინებული წესით დაამუშავოს დარეგისტრირებულ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა, ტელეფონი), პირადი ნომერი, ფაქტიური/იურიდიული მისამართი, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები) და სხვა.
  • ოფისმარტი უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს გააუქმოს ან შეცვალოს პროდუქციის ნებისმიერი დეტალი, მათ შორის და არამარტო - საფასური, ზომები და ვიზუალი.

ვებ გვერდის მომხმარებლის ვალდებულებები და უფლებამოსილებები

  • ვებ-გვერდის მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის;
  • ვებ-გვერდის მომხმარებელი პასუხისმგებელია პროდუქციის შეძენისას ან ნებისმიერ სხვა სარეგისტრაციო ფორმით რეგისტრაციისას, სატელეფონო და სოციალური ქსელებით კომუნიკაციისას მითითებული/გაზიარებული ინფორმაციის სისწორეზე;
  • ვებ-გვერდის მომხმარებელი პროდუქციის შეძენისა ან ნებისმიერ სხვა სარეგისტრაციო ფორმით რეგისტრაციისას, ასევე მომხმარებელი ოფისმარტს აძლევს უფლებას მისგან მიიღოს საინფორმაციო, სამომხმარებლო, ფინანსური, სარეკლამო ან სხვა სახის შეტყონინება ელ. ფოსტით, სოციალური ქსელით, სმს-ით, სატელეფონო ზარით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, შეზღუდვის გარეშე. შეტყობინებების გაუქმების მიზნით შეუძლია დაგვიკავშირდეს საკონტაქტო ელ. ფოსტაზე - info@officemart.ge;
  • მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ოფისმარტის მიერ დადგენილი დისციპლინური მოთხოვნები, განაწესები და ნებისმიერი სხვა შეთანხმება (ვერბალური თუ სხვა);
  • მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს პროდუქციის გადასახადი ნაღდი ანგარიშსწორებით, ბარათით შეძენით ან საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით;
  • მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება სრულად, პროდუქტის მიღებამდე, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პროდუქტი უკვე გაგზავნილი არ არის მომხმარებლის ლოკაციაზე. ასეთ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ ჩაიბარებს კურიერის მიერ მიტანილ პროდუქციას, მას დაუკავდება მიტანის საფასური, ხოლო პროდუქციის დაუბრუნდება. თუ მომხმარებელი ჩაიბარებს პროდუქტს, ამ შეთხვევაში საფასურის უკან დაბრუნება არ ხდება;

თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფინდენციალური პოლიტიკის შესაბამისად.

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

წინამდებარე ინფორმაცია ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით ოფისმარტის არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც ოფისმარტი უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას.

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ რა სახის პერსონალურ ინფორმაციას მოიპოვებს officemart.ge თქვენთვის მომსახურეობის გაწევის პერიოდში და როგორ იყენებს შემდეგში მას, ასევე გაწვდით ინფორმაციას თქვენი მონაცემების დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

  • ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
  • ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით;

როგორ გიცავთ კანონი

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.

კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.

ოფისმარტს აქვს თქვენი ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ოფისმარტისმიერ ინფორმაციის დამუშავებისას გათვალისწინებულია თქვენი ინტერესები.

შეგროვებული ინფორმაციის სახეობა

ჩვენ ვაგროვებთ ჩვენი მომხმარებლების შესახებ პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციასა („პერსონალური ინფორმაცია“) და არაპირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას.

ჩვენი მიზანი

  • მონაცემების განახლება, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება;
  • პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება;
  • ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის მომხმარებელთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრა;
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;
  • ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

ჩვენი სამართლებრივი საფუძველი

  • თქვენი თანხმობა;
  • თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებებით სარგებლობა;
  • სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;
  • ჩვენი კანონიერი ინტერესები და მოვალეობა;
  • რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ინფორმაციის უსაფრთხოება

ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალს მიუწვდება ხელი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შერჩეული პროდუქტის ყიდვის დროს შეგყავთ საკრედიტო ბარათის მონაცემები, ჩვენთვის თქვენ საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმიუწვდომელია და აღნიშნული მონაცემების შენახვა ჩვენს მიერ არ ხდება. თქვენი საკრედიტო ბარათის დამუშავება ჩვენი პარტნიორი ბანკის უფლებამოსილებაა.

სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებ-გვერდისათვის ან ვებ-გვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.

გადასახადი

  • მიწოდების საფასური ინდივიდუალურია ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით, რომელსაც კალათაში შეძენის გვერდზე იხილავთ;
  • მიწოდების საფსური შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს, ოფისმარტის ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე;