იატაკის საწმენდი სითხე განკუთვნილია ხის და ლამინატის იატაკისთვის. უბრუნებს იატაკს ბზინვარებას, უმკლავდება სხვადასხვა ტიპის დაბინძურებას და ტოვებს სასიამოვნო სურნელს. შედეგად მიიღებთ არა მხოლოდ სუფთა და პრიალა იატაკს, არამედ გააქრობთ არასასიამოვნო სუნს.
გამოყენების წესი: გააზავეთ 2 სავსე თავსახური 5 ლიტრ წყალში და გარეცხეთ. ძლიერად დაბინძურების შემთხვევაში გაწმინდეთ გაუზავებლად, ღრუბლით. არ საჭიროებს ჩამორეცხვას.
გამოიყენეთ ხელთათმანი. თვალში მოხვედრის შემთხვევაში კარგად დაიბანეთ წყლით. ყოველთვის მოარიდეთ ბავშვებს!