გაცნობებთ, რომ 18 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით ოფისმარტში საზაფხულო დასვენების დღეებია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, ამ პერიოდში შემოსული შეკვეთების მიწოდება განახლდება 25 აგვისტოდან!

LAMINATOR HP PRO LAMINATOR 600 A3

Brand: HP-s
Code: HPL3164A3600-05
Delivery time 1 Day

Price
455.00₾
The product is in the wish list Add to favourite
Product is out of stock
Additional description

A4 ლამინატორის ხანგრძლივი გამოყენების წესები
ლამინატორის ხანგრძლივი და გამართული მუშაობისთვის აუცილებელია სწორი გამოყენება,
გადახურების თავიდან აცილება და რეგულარული მოვლა.

ნაბიჯი 1: ლამინატორის სწორად დაყენება
✅განათავსეთ ბრტყელ ზედაპირზე.
✅შეაერთეთ სტაბილურ ელექტრო წყაროსთან (უნდა ეყენოს მცველი).
✅დარწმუნდით, რომ აპარატი დგას განიავებად ოთახში, სადაც არის ნორმალური ტემპერატურა.
✅დარწმუნდით, რომ გამოყენების შემდგომ ლამინატორი გამორთულია ჯერ ღილაკით (თუ ასეთი
აქვს) და შემდგომ ქსელიდან
✅გამოყენების შემდგომ დარწმუნდით რომ ლამინატორი გადაყვანილია OFF-ზე

ნაბიჯი 2: გამოიყენეთ შესაფერისი ლამინაციის პაკეტები
✅შეარჩიეთ სწორი სისქე:
• 80-125 მიკრონი → სტანდარტული დოკუმენტები
✅ლამინაციის შეშვებისას დარწმუნდით, რომ ჯერ დახურული მხარე შედის, რათა
თავიდან აიცილოთ გაჭედვა.
✅არ გამოიყენოთ ძალიან სქელი ან არასწორი ზომის ფურცლები.
✅არ შეუშვათ რამდენიმე ფურცელი ერთდოულად
✅დარწმუნდით, რომ სწორად არის არჩეული ლამინატორში ფირის მიკრონი (ზოგ
ლამინატორს აქვს ასარჩევი ღილაკი)

ნაბიჯი 3: გადახურების თავიდან აცილება & გამართული
მუშაობა : 

✅გათბობის დროის დაცვა: ჩართვის შემდეგ დაელოდეთ, სანამ ინდიკატორი გვიჩვენებს, რომ
ლამინატორი მზად არის.
✅არ გამოიყენოთ უწყვეტად 15/20 წუთზე მეტხანს, შემდეგ კი გააციეთ 10-15 წუთი.
✅სწორად მოათავსეთ ფურცელი, რათა თავიდან აიცილოთ ნაოჭები და ხარვეზები.
✅ნუ გაქაჩავთ და გამოიყენეთ უკუსვლის ფუნქცია (თუ აქვს), თუ ფირი გაიჭედა.

ნაბიჯი 4: ლამინატორის რეგულარული მოვლა

✅შეინახეთ მტვრისგან დაცულ ადგილას, როცა არ იყენებთ.

ნაბიჯი 5: პრობლემების აღმოფხვრა
ფურცელი გაიჭედა?
• გამოიყენეთ უკუსვლის ღილაკი (თუ აქვს).
• გამორთეთ, აცადეთ გაცივება და ფრთხილად გამოიღეთ დოკუმენტი.
ლამინატორი გადახურდა?
• გააკეთეთ შესვენებები ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ.
• დარწმუნდით, რომ ვენტილაციის ღიობები არ არის დაბლოკილი.

შეჯამება: ლამინატორის ხანგრძლივი მუშაობის საიდუმლო
✔გამოიყენეთ შესაფერისი ლამინირების ფირები და სწორად ჩადეთ
✔არ იმუშაოთ უწყვეტად გადაჭარბებული დროით
✔ლილვაკების და სავენტილაციო ღიობების რეგულარული წმენდა
✔შეინახეთ მშრალ და მტვრისგან დაცულ გარემოში

Similar Products

კალათის გასუფთავება

ნამდვილად გსურთ კალათის გასუფთავება?